Tuesday, October 25, 2016

აგათა კრისტი " და აღარავინ დარჩა"

„ათი ინდიელი ბიჭი გაემართა სავახშმოდ,
ცხრანი დარჩნენ , ერთი ლუკმამ დაახრჩო
იმ ცხრა ინდიელმა ბიჭმა ძილი გააბა,
ერთმა ვერ გაიღვიძა და დარჩა რვა ,
რვა ინდიელი ბიჭი დევონს გაემგზავრა მშვიდად,
ერთმა თქვა, აქ დავრჩებიო და დარჩა შვიდი.
შვიდი ინდიელი ბიჭი ერთად ჩეხდა მორებს,
ექვსი დარჩა , ერთმა თავი გაიჩეხა ორად.
ექვსმა ინდიელმა ბიჭმა საფუტკრეში ითამაშა,
ერთი ბაზმა დანესტრა და მხოლოდ ხუთი დარჩა.
ხუთმა ინდიელმა ბიჭმა სასამართლო გამართა,
ერთი გაასამართლეს და ოთხი დარჩა ამათგან.
ოთხმა ინდიელმა ბიჭმა ზღვაში შეცურა ,
ერთი წითელმა ქაშაყმა ჩაყლაპა ,სამი დარჩა.
სამმა ინდიელმა ბიჭმა სამხეცე არ დატოვა ,
ორი დარჩა ,ერთი დათვმა დატორა.
ორი ინდიელი ბიჭი მზისგულს მიეფიცხა,
ერი დარჩა ,ერთი მზეზე აშიშხინდა ფიცხლად .
ერთმა ინდიელმა ბიჭმა ბევრი იდარდა ,
თავი ჩამოიხრჩო და აღარავინ დარჩა.


აი ამ ძალიან საინტერესო და ამავდროულად ძალიან უცნაური ლექსის სიუჟეტით ვითარდება ეს რომანი. ეს არის ამბავი , რომელიც მკითხველს ბოლო გვერდამდე გაურკვევლობაში ამყოფებს და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს. აქ ბევრი არაფერია , მხოლოდ დაუსახლებელი კუნძული და ათი დამნაშავე ,რომლებსაც სასამართლოს წინაშე პასუხისგება არ მოუწიათ . არანაირი მეორე ხარისხოვანი პერსონაჟები .ყველაფერი სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს , მაშინ როდესაც პანიკაში ჩავარდნილი სტუმრები გაანალიზებენ , რომ არავის ნდობა არ შეიძლება . ნებისმიერი მათგანი შეიძლება დამნაშავე აღმოჩნდეს , მაგრამ იმის გარკვევა თუ ვის მოუვიდა აზრად მსგავსი სისასტიკის ჩადენა , თითქმის შეუძლებელია . არც ის არის ადვილი იყო გამოკეტილი უკაცრიელ კუნძულზე , ადმიანებთან ერთად რომლებსაც არ იცნობ და მითუმეტეს თუ მათ მკვლელი გონიხარ. და მაინც ყველას ერთი კითხვა აწუხებს . ვინ არის ოუენი ? რატომ დაპატიჟა ამ ადამიანმა ისინი კუნძულზე? ან როგორ დაემართათ ესეთი რაღაც და როგორ დათანხმდნენ სრულიად უცხო ადამიანს ამ უცნაურ წინადადებაზე? დამეთანხმებით ის ვისაც მსგავსი საქციელის ჩადენა შეუძლია ძალიან სასტიკი უნდა იყოს, მაგრამ მკვლელი აქ ამავდროულად ძალიან ჭკვიანია. მან გააკეთა ისეთი რაღაც რაც კიდევ უფრო სტრესში ამყოფებს ყველას . მან ერთი უბრალო ლექსის მიხედვით მოკლა ცხრა ადამიანი და ეს ყველაფერი მოახერხა ისე , რომ მასზე ეჭვი არავის აუღია .დიახ , ეჭვს მასზე ვერავინ აიღებდა , რადგან ის უკვე მკვდარია!